ავტორებისთვის

ვინ შეიძლება იყოს ავტორი

„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ სტატიის გამოქვეყნების წინაპირობაა „ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციაში“ წაკითხული მოხსენება, რომელიც შესაბამისი წლის პრიორიტეტულ თემაზე იყო წარმოდგენილი.

გამოქვეყნების პირობები

„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ იბეჭდება ახალი კვლევები: სტატია არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული.

ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სტატიის მორალურ-ეთიკურ მხარეზე და სამეცნიერო ხარისხზე.

ავტორმა სტატია უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადებში. წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის როგორც ქართული, ისე ინგლისური ვარიანტი „პუბლიკაციის გზამკვლევში“ მოცემული სტანდარტის დაცვით; ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი.

თუ თქვენ პირველად აქვეყნებთ ჩვენთან სტატიას,  უნდა გამოაგზავნოთ თქვენი ფოტო და მოკლე  CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (არა უმეტეს 500 ასონიშნისა, სიტყვებს შორის დაშორებების ჩათვლით). აღნიშნული ინფორმაციის გამოგზავნა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ უკვე გამოქვეყნებული გაქვთ ჩვენთან სტატია, მაგრამ თქვენი მოკლე CV მოითხოვს განახლებას.

ავტორი ვალდებულია,  მიუთითოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც იგი სისტემატურად ამოწმებს და რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება. თუ ავტორთან დაკავშირება დაბრკოლდება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, რედაქცია უფლებამოსილია, შეაჩეროს ან საერთოდ უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.

პუბლიკაციის გზამკვლევი

  • ტექსტი

გთხოვთ გამოიყენოთ სტანდარტული ტექსტური რედაქტორი (MS Word). მხოლოდ ტექსტი, სურათების, გადატანის ნიშნების და სტილების გამოყენების გარეშე.

სიტყვებს შორის დაშორებების, სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით, ტექსტი არ უნდა იყოს 13 000 ასო ნიშანზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 16,500 ასო-ნიშანს (მაქს. 7 გვ.).

მონაცემების თანმიმდევრობა ასეთია:

    1. ავტორის სახელი, გვარი, ხარისხი/სტატუსი, ინსტიტუცია,
    2. სათაური,
    3. მოკლე რეზუმე ( არაუმეტეს 200 ნიშნისა),
    4. საკვანძო სიტყვები,
    5. ტექსტი.

ყურადღება! სათაურის შემდეგ, ტექსტს წინ უძღოდეს რეზუმე და საკვანძო სიტყვები.
მაგალითად:

საკვანძო სიტყვები: ქართული თეატრი, მითი, დრამტურგია, ანტიგონე, მიხეილ თუმანიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე.

  • სქოლიო

სქოლიოში ყოველთვის მიუთითეთ გამოყენებული ლიტერატურის მოკლე ვერსიები, სათაურის საკვანძო სიტყვებით (სრული სათაურები მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ბიბლიოგრაფიაში).

მაგალითები:

1 გურაბანიძე, რეჟისორი, 1997, გვ. 12.
2 იქვე, გვ 20.
3 ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 45.
4 იქვე, p. 51.

  • ბიბლიოგრაფია

– ანბანის მიხედვით დალაგებული, ტექსტის ბოლოს.

– დაარქივებული დოკუმენტებისა და გამოუქვეყნებელი ხელნაწერების სია (მაგ. დისერტაციები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები): არქივის/ვების მისამართის მითითებით.

– გთხოვთ, ბიბლიოგრაფიაში სათაურების დასახელებისას გამოიყენოთ შემდეგი.

– თანმიმდევრობა: მიუთითეთ ავტორის ან რედაქტორის გვარი, სახელის ინიციალი, სათაური, გამოცემის ადგილი და წელი, სტატიის შემთხვევაში – პირველი და ბოლო გვერდის ნომერი.

– ვებ გვერდზე განთავსებული ნაშრომის მითითებისას აუცილებელია, ასევე, ავტორის, სათაურის, წელის მითითება.

მაგალითები:

გურაბანიძე ნ., რეჟისორი რობერტ სტურუა,  თბ., 1997.

კუჭუხიძე ი., თანამედროვე ქართული კინოს სტილის თავისებურებათა საკითხისათვის, საბჭოთა ხელოვნება, #9, 1982, გვ. 26-31.

ბოკუჩავა თ., მითოსი და ქართული თეატრი, სადისაერტაციო ნაშრომი, 2006. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000038/

ELSAESSER Thomas, Reiner Wermer Fassbinder, Berlin, 2001.

RITZ  Joseph Maria, Das Künstlerische und die Denkmalpflege, in: Deutsche Kunst und Denkmalpflege, 1955, Heft 1, pp. 1-15.

  • ილუსტრაციები

მაქსიმუმ 8 სურათი.

გთხოვთ დარწმუნდით, რომ ფოტოები თავისუფალ წვდომაშია და შესაძლებელია გამოქვეყნდეს უფასოდ.

– შესაძლებელია შემდეგი ტიფის გამოსახულებების გამოყენება: jpg ან tif ფაილები (მაღალი გარჩევადობა, მინიმუმ 300dpi). გამოსახულებების აღნიშვნა უნდა იყოს ტექსტში [სურ. xx]

– მინაწერები არ უნდა იყოს სრულ წინადადებებად (საკვანძო სიტყვებით უნდა ეწეროს) მაგალითად:

    1. სცენა სპექტაკლიდან „ანტიგონე“. რეჟისორი: მიხეილ თუმანიშვილი. როლებში: ზინაიდა კვერენჩხილაძე, სერგო ზაქარიაძე. 1968.
    2. კადრი ფილმიდან „ნამე“. რეჟისორი: ზაზა ხალვაში. 2017.
    3. მერაბ აბრამიშვილი. შავი ავაზა. 2006.
    4. ებრაული მუზეუმის შენობა ბერლინში. არქიტექტორი: დანიელ ლიბესკინდი. 1999.
    5. თბილისის ხედი.  პროკუდინ-გორსკის ფოტო. 1910.

– გთხოვთ ცალკე გამოაგზავნოთ  დანომრილი სურათები/ილუსტრაციები (jpg ან tif ფაილები) და ცალკე წარწერები, ავტორებით, შესაბამისი ნომრებით  (Word-ის ფაილად).

  • ბიოგრაფია (Curriculum Vitae)

გთხოვთ ასევე გამოაგზავნოთ:

ა) მოკლე CV ქართულ და ინგლისურ ენებზე, არა უმეტეს 500 ასონიშნისა, სიტყვებს შორის დაშორებების ჩათვლით.
ბ) თქვენი ფოტო.

პლაგიატის პრევენცია

„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ სარედაქციო საბჭო აღიარებს სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის სფეროში აკადემიური კეთილსინდისიერების, აკადემიური ეთიკის დაცვის პრინციპებს. მისთვის პრიორიტეტულია  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დანერგვა, აკადემიური პასუხისმგებლობა და ეყრდნობა ნორმატიულ დოკუმენტს „სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის, პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი“.

http://www.tafu.edu.ge/files/pdf/xarisxi/normativebi/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%2026.01.2021.pdf

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტატია არ დაიბეჭდება. ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.

სარედაქციო საბჭო  უფლებამოსილია, აგრეთვე, ელექტრონული  კრებულიდან ამოიღოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ გამომჟღავნდება, რომ  ამ მასალის გამოქვეყნებით  დაირღვა  საავტორო უფლებები და/ან სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული  სხვა ნორმები.  ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.

გამოგზავნეთ სტატია

გთხოვთ, სტატია გამოგზავნოთ მისამართზე:
conference@tafu.edu.ge
პროფესორი ᲜᲐᲢᲝ ᲒᲔᲜᲒᲘᲣᲠᲘ
ტელ.: 577 94 70 03; 593 24 42 78.