ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული

გამოცემის შესახებ

„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს სახელოვნებო მეცნიერებების სფეროში ახალი კვლევების მისაწვდომობის ხელშეწყობას. ის მოიცავს სტატიებს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდენობის, ქორეოლოგიის, მუსიკოლოგიის და მედიის მიმართულებებით. კრებულის  ძველი სახელწოდებაა „მე-20 საუკუნის ხელოვნება“ (2010-2020 წწ.). განახლებული ჟურნალი, ახალი სახელწოდებით „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ გამოიცემა 2021 წლიდან. იბეჭდება გამომცემლობაში „კენტავრი“.

 „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ არის ბეჭდური და ელექტრონული, რეფერირებული გამოცემა სახელოვნებო მეცნიერებების და მედიის კვლევების სფეროში. კრებულის ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო საბჭო და აქვეყნებს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ახალ გამოკვლევებს. კრებული გამოდის ყოველწლიურად და ეფუძნება ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციის მასალებს.

ISSN
საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი

კრებულის ელექტრონული (ონლაინ) უნიკალური კოდი:
ISSN 2720-8095

კრებულის ბეჭდური უნიკალური კოდი:
ISSN 2667-9914