სარედაქციო საბჭო

ᲜᲐᲢᲝ ᲒᲔᲜᲒᲘᲣᲠᲘ

გამომცემელ-რედაქტორი (მთ. რედაქტორი).
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

2010 წლიდან

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜ ᲤᲠᲐᲘᲒᲐᲜᲒᲘ

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
გერმანია

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲖᲕᲘᲐᲓ ᲓᲝᲚᲘᲫᲔ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲚᲔᲚᲐ ᲝᲩᲘᲐᲣᲠᲘ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2010 წლიდან

ᲐᲜᲓᲠᲝᲜᲘᲙᲐ ᲛᲐᲠᲢᲝᲜᲝᲕᲐ

სოფიას ხელოვნების კვლევების ინსტიტუტი
ბულგარეთი

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2025 წლიდან

ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲪᲥᲘᲢᲘᲨᲕᲘᲚᲘ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2013 წლიდან

ᲛᲐᲙᲐ ᲕᲐᲡᲐᲫᲔ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲗᲐᲛᲐᲠ ᲩᲮᲔᲘᲫᲔ

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2016 წლიდან

ᲠᲔᲕᲐᲖ ᲭᲘᲭᲘᲜᲐᲫᲔ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2023 წლიდან

ᲘᲠᲘᲜᲔ ᲒᲘᲕᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ

ფლორენციის მაქს-პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი
საქართველო, იტალია

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2024 წლიდან

ᲐᲠᲛᲐᲜᲓᲝ ᲠᲝᲢᲝᲜᲓᲘ

ბარსელონას ხელოვნების ინსტიტუტი
ესპანეთი

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2026 წლიდან

† ᲕᲐᲡᲘᲚ ᲙᲘᲙᲜᲐᲫᲔ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2010-2015 წლებში

† ᲐᲜᲐ ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲐᲫᲔ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2023-2024 წლებში

 

ᲜᲐᲓᲔᲟᲓᲐ ᲛᲐᲠᲘᲜᲩᲔᲕᲡᲙᲐ

სოფიას ხელოვნების კვლევების ინსტიტუტი
ბულგარეთი

სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021-2024 წლებში

ნატო გენგიური

ნატო გენგიური არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი, ჟურნალ International Journal of Arts and Media Researches-ის დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენციის დამფუძნებელი, მუდმივი ორგანიზატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სპეციაობა. 2004 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (ამჟამად, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. ეწევა ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო ხელმძღვანელობას და არის წარმატებით დაცული სადოქტორო დისერტაციების სამეცნიერო ხელმძღვანელი.

მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ქართული არქიტექტურის ისტორია, განსაკუთრებული ყურადღებით შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრების, ქრისტიანული ხელოვნების, არქიტექტურის სიმბოლიკის, კულტურული მემკვიდრეობის, XIX–XX საუკუნეების, მათ შორის საბჭოთა პერიოდის, არქიტექტურის კვლევებზე. მისი ნაშრომები გამოირჩევა ისტორიულ-კულტურული კონტექსტის, არქიტექტურული ფორმისა და ქრისტიანული სიმბოლიკის ურთიერთმიმართების კვლევით.

იგი არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოების, 60-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ასევე არაერთი სამეცნიერო გამოცემის ავტორი და რედაქტორი. მისი კვლევები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში, ხოლო მოხსენებები არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზეა წარდგენილი.

იგი არაერთგზის იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი და სხვადასხვა წლებში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიის უნივერსიტეტებში, მათ შორის მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტებში. იგი არის Culture Moves Europe-ის საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებული (2025). პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მისი კვლევა ეძღვნება თანამედროვე მდგრადი არქიტექტურის საკითხებს და თანამედროვე არქიტექტურული პროცესების კვლევის მიმართულებით მისი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილია.

2008 წელს მისი ინიციატივით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია, რომლის მუდმივი ორგანიზატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელია. იმავე წელს მისი ინიციატივით დაარსდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციაც, რომელიც უწყვეტად ტარდება.

ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებული სამეცნიერო გამოცემების საფუძველზე ჩამოყალიბდა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ (International Journal of Arts and Media Researches, 2021 წლამდე — XX საუკუნის ხელოვნება), რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. მისი ხელმძღვანელობით ჟურნალი ეტაპობრივად ავითარებს საერთაშორისო სარედაქციო და რეცენზირების სტანდარტებს, აფართოებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას და ორიენტირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსაციისკენ.

ქრისტიან ფრაიგანგი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის მიმართულებით.

სწავლობდა მიუნხენის და ბონის უნივერსიტეტებში, ასევე ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და კლასიკური არქეოლოგიის კვლევების მიმართულებით; 1987-1991 წწ. იყო მასწავლებლის თანაშემწე ჟენევის „Ecole d’Architecture“-ში; 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამხრეთ საფრანგეთის გოთიკური არქიტექტურა“; 1991-1999 წწ. იყო გოტინგენის უნივერსიტეტის ლექტორი; 1999 შედგა მისი ჰაბილიტაცია (თემა: „ოგიუსტ პერეტი და არქიტექტურული დებატები საფრანგეთში 1900-1930“); 2002–2012 წლებში პროფესორი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 2012 წლიდან: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის პროფესორია. კვლევის სფეროები: არქიტექტურის ისტორია და თეორია, განსაკუთრებით XII – XVI და XIX – XX საუკუნეები.

ზვიად დოლიძე

კინოისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი. გამოცემული აქვს ექვსი წიგნი (სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები), დაბეჭდილი აქვს 45-ზე მეტი სტატია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის რამდენიმე კრებულის თანაავტორი, მონაწილეობდა კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. არის საქართველოს კინოაკადემიის წევრი, ასოციაცია „სინერამას“ აღმასრულებელი დირექტორი, აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი.

ლელა ოჩიაური

კინომცოდნე. კულტურის ჟურნალისტი, კინოსა და თეატრის მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დისერტაცია „პოეტური ტენდენციები 60-70-იანი წლების ქართულ კინოში”. 2005). პროფესორი. კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, პუბლიკაციების ავტორი და რედაქტორი. კვლევის ძირითადი თემებია – თანამედროვე და უახლესი ქართული კინო, ძველი და ახალი ტენდენციები, ზოგად კულტუროლოგიურ პროცესებთან, მსოფლიო კინემატოგრაფთან კავშირების კვლევა და პრობლემატიკის ანალიზი. ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე ქართულ და მსოფლიო კინოს თანადროულ საკითხებზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოკრიტიკის განვითარების პროექტების – „წერე ქართულ კინოზე“, „დამოუკიდებლობის 25 წელი“ – თანახელმძღვანელი.

ავტორი წიგნებისა: „გოგი ოჩიაური“; ოთარ იოსელიანი „კადრირება“, „კენტავრი“, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publishers, Inc. New York; Свой Среди Своих, Русский Клуб. სახელმძღვანელოს „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ – პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი, გამომცემლობა „კენტავრი“, 2018. არის არაერთი ანალიტიკური კრებულის თანაავტორი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ანდრონიკა მარტონოვა

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ბულ­გა­რე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რი. არის კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი აზი­ურ კი­ნო­ში. ორი მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი აზი­უ­რი და ბულ­გა­რუ­ლი კი­ნო­კულ­ტუ­რე­ბის სფე­რო­ში. სო­ფი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი.

გიორგი ცქიტიშვილი

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია 100-ზე მეტი საჟურნალო თუ საგაზეთო პუბლიკაციის. მათ შორისაა სამეცნიერო ნაშრომები, რეცენზიები სპექტაკლებზე, თეორიული სტატიები თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, წერილები ცალკეულ დრამატურგთა, რეჟისორთა თუ მსახიობთა შემოქმედებაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 1985 წლიდან დღემდე შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები: „თეატრი და კინო“, „ქართული თეატრის დღე“, „ლიტერატურული საქართველო“,

„ახალი თაობა“, „ივერია-ექსპრესი“, „დურუჯი“, „დრონი“. ჟურნალები: „ხელოვნება“,

„თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „მნათობი“, „თეატრი“.

მარინე (მაკა) ვასაძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის მდივანი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის

„კენტავრი“ დირექტორი. პრემიები: 1986 „საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი“. პირველი ადგილი, ნაშრომში «Б. Брехт в творчестве Р. Стуруа»; 2008 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საპატიო სიგელი მასმედიაში მხარდაჭერისათვის (გაზ. „კულტურა“, „დურუჯი“, ჟურნ. „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“). 1982-დან დღემდე – სტატიები და რეცენზიები ჟურნალებში: „საბჭოთა ხელოვნება“,

„ხელოვნება“, „თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „კონცეპტი“, ინტერნეტჟურნალებში, Critical Stages. Issue 21. 2020 და სხვ. ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი, შემდგენელ-რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი ტომეულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების.

თამარ ჩხეიძე

მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახ. კონსერვატორიისა და გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საეკლესიო მუსიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მიჰყავს მუსიკალურ-თეორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული დისციპლინები. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები საეკლესიო მუსიკის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება ქართული საეკლესიო თეორიულ-ისტორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, არის თანაავტორი „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონისა“, ჰარმონიის ქრესტომათიისა, ავტორი წიგნისა „ქართული საეკლესიო მუსიკის თეორიის საფუძვლები“ (ლექციები). სისტემატურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში საქართველოსა და უცხოეთში (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი). მისი კვლევა მხარდაჭერილ იქნა სხვადასხვა ფონდების მიერ (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქველმოქმედო ფონდი – „ქართული გალობა“). არის კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი.

რევაზ ჭიჭინაძე

სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ის და მას. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრე­მია „ოქროს ფრთა“. მრა­ვა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, წამ­ყ­ვა­ნი. მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის და პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის და მე­დი­ის კვლე­ვე­ბის სფე­რო­ში. ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კითხუ­ლებს ლექ­ცი­ებს დის­ციპ­ლი­ნებ­ში: „საინფორმაციო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა“, „რეპორტიორის ოს­ტა­ტო­ბა“, „ინტერვიუს ტექ­ნო­ლო­გი­ა“, „პოლიტიკის სა­კითხე­ბის გა­შუ­ქე­ბა“, პრო­პა­გან­დის ფორ­მე­ბი მე­დი­ა­ში“ და სხვ. არის მრა­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი.

ირინე გივიაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფლორენციის მაქს-პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი, მისი კვლევის სფეროებია: შუა საუკუნეების ხელოვნება, ქართული ქანდაკება და ჭედურობა, ლიტურგიკული ხელოვნება, ასევე საბჭოთა არქიტექტურა და ხელოვნება. იგი 3 წიგნისა და 20-ზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის თანაავტორია.

არმანდო როტონდი

არმანდო როტონდი არის მკვლევარი, თეატრმცოდნე, მწერალი, დრამატურგი და საშემსრულებლო ხელოვნების პრქტიკოსი, რომლის საქმიანობა აერთიანებს შემოქმედებით პრაქტიკასა და აკადემიურ კვლევას. ამჟამად იგი არის ბარსელონას ხელოვნების ინსტიტუტის (Institute of the Arts Barcelona – IAB) საშემსრულებლო ხელოვნების თეორიის პროფესორი. თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამებს MA Acting და MA Creative Performance Practice. ამასთან, არის კატალონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (International University of Catalonia) საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტის პროფესორი.

არმანდო როტონდიმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი — რომის საპიენცას უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი — სტრატკლაიდის უნივერსიტეტში (University of Strathclyde), სადაც სპეციალიზდა თეატრის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების თარგმანისა და ადაპტაციის კვლევაში. მას მიღებული აქვს იტალიის ეროვნული სამეცნიერო ჰაბილიტაციის სამი კვალიფიკაცია (საშემსრულებლო ხელოვნების, თეატრის, კინოს, მუსიკისა და აუდიოვიზუალური კვლევების მიმართულებით), რომლებიც ადასტურებს მის უფლებამოსილებას სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის სამეცნიერო მიმართულებებში. აკადემიური საქმიანობის განმავლობაში არმანდო როტონდი ასწავლიდა და სამეცნიერო კვლევებს ეწეოდა ევროპის არაერთ უნივერსიტეტსა და კვლევით დაწესებულებაში, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თეატრისა და პერფორმანსის კვლევებს, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას, კულტურის კვლევებს, თარგმანს, ადაპტაციასა და თანამედროვე დრამატურგიას.

არმანდო როტონდი არის ათზე მეტი სამეცნიერო წიგნის ავტორი და რედაქტორი, 60-ზე მეტი რეცენზირებული სტატიისა და წიგნის თავის ავტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.  აკადემიური საქმიანობის პარალელურად იგი აქტიურად მოღვაწეობს როგორც კულტურის მენეჯერი და ევროპული პროექტების შემმუშავებელი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო და შემოქმედებით ინიციატივაში, მათ შორის Creative Europe-ის პროექტში Make a Move, რომლის მიზანი იყო დამოუკიდებელი თეატრისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება ევროპაში. ასევე ჩართული იყო ინტერდისციპლინურ პროექტებში, რომლებიც იკვლევდა ტექნოლოგიებისა და პერფორმანსის ურთიერთმიმართებას, მათ შორის — რობოტიკის, ციფრული პერფორმანსისა და იმერსიული ნარატივების მიმართულებით.  როგორც თეატრის პრაქტიკოსი, არმანდო როტონდი მუშაობს დრამატურგად, პიესების ავტორად, რეჟისორად, მსახიობად და მთხრობელად (storyteller). მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა დაკავშირებულია საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვანებთან და თეატრალურ კოლექტივებთან. მისი შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს პოლიტიკურ თეატრს, კოლექტიური შემოქმედების (devised performance) პრაქტიკას, ციფრულ და ონლაინ თეატრს, ტრანსმედიულ თხრობას (transmedia storytelling), იმერსიულ წარმოდგენებსა და ექსპერიმენტულ პერფორმატიულ ფორმებს.

არმანდო როტონდი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ქსელების საქმიანობაშიც. იგი არის European Journal of Theatre and Performance-ის სარედაქციო საბჭოს წევრი (European Association for the Study of Theatre and Performance; University of Groningen Press).