სარედაქციო საბჭო

ᲜᲐᲢᲝ ᲒᲔᲜᲒᲘᲣᲠᲘ
გამომცემელ-რედაქტორი (მთ. რედაქტორი).
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
2010 წლიდან

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜ ᲤᲠᲐᲘᲒᲐᲜᲒᲘ
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲖᲕᲘᲐᲓ ᲓᲝᲚᲘᲫᲔ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲚᲔᲚᲐ ᲝᲩᲘᲐᲣᲠᲘ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2010 წლიდან

ᲐᲜᲓᲠᲝᲜᲘᲙᲐ ᲛᲐᲠᲢᲝᲜᲝᲕᲐ
სოფიას ხელოვნების კვლევების ინსტიტუტი, ბულგარეთი
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2025 წლიდან

ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲪᲥᲘᲢᲘᲨᲕᲘᲚᲘ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2013 წლიდან

ᲛᲐᲙᲐ ᲕᲐᲡᲐᲫᲔ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021 წლიდან

ᲗᲐᲛᲐᲠ ᲩᲮᲔᲘᲫᲔ
თბილისის
ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2016 წლიდან

ᲠᲔᲕᲐᲖ ᲭᲘᲭᲘᲜᲐᲫᲔ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2023 წლიდან

ᲘᲠᲘᲜᲔ ᲒᲘᲕᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ
ფლორენციის
მაქს-პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, საქართველო, იტალია
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2024 წლიდან

† ᲕᲐᲡᲘᲚ ᲙᲘᲙᲜᲐᲫᲔ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2010-2015 წლებში

† ᲐᲜᲐ ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲐᲫᲔ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2023-2024 წლებში

ᲜᲐᲓᲔᲟᲓᲐ ᲛᲐᲠᲘᲜᲩᲔᲕᲡᲙᲐ
სოფიას ხელოვნების კვლევების ინსტიტუტი, ბულგარეთი
სარედაქციო საბჭოს
წევრი 2021-2024 წლებში
ნატო გენგიური
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი, ხელოვნების მკვლევათა კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო არქიტექტურის ისტორიაა (ძველი ეპოქების, ისე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა). ის არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოების, 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რედაქტორი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფარგლებში სხვადასხვა წლებში მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტებში.
2008 წელს მისი ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების მკვლევართა ყოველწლიურ კონფერენციებს და ასევე, დაარსდა სამეცნიერო კრებულთა სერია
„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ (2021 წლამდე – „XX საუკუნის ხელოვნება“), რომლის რედაქტორ-გამომცემელია დღემდე.
ქრისტიან ფრაიგანგი
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის მიმართულებით.
სწავლობდა მიუნხენის და ბონის უნივერსიტეტებში, ასევე ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და კლასიკური არქეოლოგიის კვლევების მიმართულებით; 1987-1991 წწ. იყო მასწავლებლის თანაშემწე ჟენევის „Ecole d’Architecture“-ში; 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამხრეთ საფრანგეთის გოთიკური არქიტექტურა“; 1991-1999 წწ. იყო გოტინგენის უნივერსიტეტის ლექტორი; 1999 შედგა მისი ჰაბილიტაცია (თემა: „ოგიუსტ პერეტი და არქიტექტურული დებატები საფრანგეთში 1900-1930“); 2002–2012 წლებში პროფესორი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 2012 წლიდან: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის პროფესორია. კვლევის სფეროები: არქიტექტურის ისტორია და თეორია, განსაკუთრებით XII – XVI და XIX – XX საუკუნეები.
ზვიად დოლიძე
კინოისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი. გამოცემული აქვს ექვსი წიგნი (სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები), დაბეჭდილი აქვს 45-ზე მეტი სტატია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის რამდენიმე კრებულის თანაავტორი, მონაწილეობდა კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. არის საქართველოს კინოაკადემიის წევრი, ასოციაცია „სინერამას“ აღმასრულებელი დირექტორი, აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი.
ლელა ოჩიაური
კინომცოდნე. კულტურის ჟურნალისტი, კინოსა და თეატრის მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დისერტაცია „პოეტური ტენდენციები 60-70-იანი წლების ქართულ კინოში”. 2005). პროფესორი. კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, პუბლიკაციების ავტორი და რედაქტორი. კვლევის ძირითადი თემებია – თანამედროვე და უახლესი ქართული კინო, ძველი და ახალი ტენდენციები, ზოგად კულტუროლოგიურ პროცესებთან, მსოფლიო კინემატოგრაფთან კავშირების კვლევა და პრობლემატიკის ანალიზი. ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე ქართულ და მსოფლიო კინოს თანადროულ საკითხებზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოკრიტიკის განვითარების პროექტების – „წერე ქართულ კინოზე“, „დამოუკიდებლობის 25 წელი“ – თანახელმძღვანელი.
ავტორი წიგნებისა: „გოგი ოჩიაური“; ოთარ იოსელიანი „კადრირება“, „კენტავრი“, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publishers, Inc. New York; Свой Среди Своих, Русский Клуб. სახელმძღვანელოს „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ – პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი, გამომცემლობა „კენტავრი“, 2018. არის არაერთი ანალიტიკური კრებულის თანაავტორი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
ანდრონიკა მარტონოვა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, კინოხელოვნების დეპარტამენტის მთავარი მკვლევარი. არის კინოკრიტიკოსი და უნივერსიტეტის პედაგოგი აზიურ კინოში. ორი მონოგრაფიისა და არაერთი პუბლიკაციის ავტორი აზიური და ბულგარული კინოკულტურების სფეროში. სოფიის უნივერსიტეტისა და თეატრალური და კინოხელოვნებების ეროვნული აკადემიის მიწვეული ლექტორი.
გიორგი ცქიტიშვილი
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია 100-ზე მეტი საჟურნალო თუ საგაზეთო პუბლიკაციის. მათ შორისაა სამეცნიერო ნაშრომები, რეცენზიები სპექტაკლებზე, თეორიული სტატიები თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, წერილები ცალკეულ დრამატურგთა, რეჟისორთა თუ მსახიობთა შემოქმედებაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 1985 წლიდან დღემდე შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები: „თეატრი და კინო“, „ქართული თეატრის დღე“, „ლიტერატურული საქართველო“,
„ახალი თაობა“, „ივერია-ექსპრესი“, „დურუჯი“, „დრონი“. ჟურნალები: „ხელოვნება“,
„თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „მნათობი“, „თეატრი“.
მარინე (მაკა) ვასაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის მდივანი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის
„კენტავრი“ დირექტორი. პრემიები: 1986 „საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი“. პირველი ადგილი, ნაშრომში «Б. Брехт в творчестве Р. Стуруа»; 2008 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საპატიო სიგელი მასმედიაში მხარდაჭერისათვის (გაზ. „კულტურა“, „დურუჯი“, ჟურნ. „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“). 1982-დან დღემდე – სტატიები და რეცენზიები ჟურნალებში: „საბჭოთა ხელოვნება“,
„ხელოვნება“, „თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „კონცეპტი“, ინტერნეტჟურნალებში, Critical Stages. Issue 21. 2020 და სხვ. ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი, შემდგენელ-რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი ტომეულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების.
თამარ ჩხეიძე
მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახ. კონსერვატორიისა და გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საეკლესიო მუსიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მიჰყავს მუსიკალურ-თეორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული დისციპლინები. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები საეკლესიო მუსიკის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება ქართული საეკლესიო თეორიულ-ისტორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, არის თანაავტორი „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონისა“, ჰარმონიის ქრესტომათიისა, ავტორი წიგნისა „ქართული საეკლესიო მუსიკის თეორიის საფუძვლები“ (ლექციები). სისტემატურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში საქართველოსა და უცხოეთში (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი). მისი კვლევა მხარდაჭერილ იქნა სხვადასხვა ფონდების მიერ (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქველმოქმედო ფონდი – „ქართული გალობა“). არის კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი.
რევაზ ჭიჭინაძე
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიის და მას. კომუნიკაციების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. მინიჭებული აქვს საერთაშორისო ჟურნალისტური პრემია „ოქროს ფრთა“. მრავალი სატელევიზიო პროექტის ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი. მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი ჟურნალისტიკის და მედიის კვლევების სფეროში. ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. კითხულებს ლექციებს დისციპლინებში: „საინფორმაციო ჟურნალისტიკა“, „რეპორტიორის ოსტატობა“, „ინტერვიუს ტექნოლოგია“, „პოლიტიკის საკითხების გაშუქება“, პროპაგანდის ფორმები მედიაში“ და სხვ. არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, მომხსენებელი.
ირინე გივიაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფლორენციის მაქს-პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი, მისი კვლევის სფეროებია: შუა საუკუნეების ხელოვნება, ქართული ქანდაკება და ჭედურობა, ლიტურგიკული ხელოვნება, ასევე საბჭოთა არქიტექტურა და ხელოვნება. იგი 3 წიგნისა და 20-ზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის თანაავტორია.