ავტორებისთვის
ვინ შეიძლება იყოს ავტორი
„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ სტატიის გამოქვეყნების წინაპირობაა „ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციაში“ წაკითხული მოხსენება, რომელიც შესაბამისი წლის პრიორიტეტულ თემაზე იყო წარმოდგენილი.
გამოქვეყნების პირობები
ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსზე. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სტატიის მორალურ-ეთიკურ მხარეზე და სამეცნიერო ხარისხზე.
ავტორმა სტატია უნდა წარმოადგინოს დადგენილ ვადებში. წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის როგორც ქართული, ისე ინგლისური ვარიანტი „პუბლიკაციის გზამკვლევში“ მოცემული სტანდარტის დაცვით; ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი.
თუ თქვენ პირველად აქვეყნებთ ჩვენთან სტატიას, უნდა გამოაგზავნოთ თქვენი ფოტო და მოკლე CV ქართულ და ინგლისურ ენებზე (არა უმეტეს 500 ასონიშნისა, სიტყვებს შორის დაშორებების ჩათვლით). აღნიშნული ინფორმაციის გამოგზავნა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ უკვე გამოქვეყნებული გაქვთ ჩვენთან სტატია, მაგრამ თქვენი მოკლე CV მოითხოვს განახლებას.
ავტორი ვალდებულია, მიუთითოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც იგი სისტემატურად ამოწმებს და რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება. თუ ავტორთან დაკავშირება დაბრკოლდება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, რედაქცია უფლებამოსილია, შეაჩეროს ან საერთოდ უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.
პუბლიკაციის გზამკვლევი
- ტექსტი
გთხოვთ გამოიყენოთ სტანდარტული ტექსტური რედაქტორი (MS Word). ტექსტი უნდა იყოს სპეციალური ფორმატირების, გადატანის ნიშნების, სტილებისა და გამოსახულებების გარეშე.
სიტყვებს შორის დაშორებების, სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით, ტექსტი არ უნდა იყოს 19 000 ასო ნიშანზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 23 000 ასო-ნიშანს (8-10 გვ.).
მონაცემების თანმიმდევრობა ასეთია:
-
- ავტორის სახელი, გვარი, ხარისხი/სტატუსი, ინსტიტუცია,
- სათაური,
- მოკლე რეზუმე ( არაუმეტეს 200 ნიშნისა),
- საკვანძო სიტყვები,
- ტექსტი.
ყურადღება! სათაურის შემდეგ, ტექსტს წინ უძღოდეს რეზუმე და საკვანძო სიტყვები.
მაგალითად:
საკვანძო სიტყვები: ქართული თეატრი, მითი, დრამტურგია, ანტიგონე, მიხეილ თუმანიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე.
- ბიბლიოგრაფია
– ბიბლიოგრაფია უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს და დალაგდეს ანბანური პრინციპით.
– ბიბლიოგრაფიაში ყველა პუბლიკაცია უნდა მიეთითოს დედნის ენაზე და იმ ფორმით, როგორც იგი გამოცემაშია წარმოდგენილი. ნათარგმნი სათაურების გამოყენება დაუშვებელია.
– კირილიცით, ბერძნული ან სხვა არალათინური ანბანით გამოცემული პუბლიკაციები უნდა მიეთითოს ორიგინალური დამწერლობით.
– ბიბლიოგრაფიული აღწერისას გამოიყენეთ შემდეგი თანმიმდევრობა:
ავტორის (ან რედაქტორის) გვარი, სახელის ინიციალი, სათაური, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი. სტატიის შემთხვევაში მიეთითოს ჟურნალის ან კრებულის დასახელება, ნომერი/ტომი და გვერდები.
– დაარქივებული დოკუმენტები და გამოუქვეყნებელი ხელნაწერები (დისერტაციები, საარქივო მასალები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები და სხვ.) უნდა მიეთითოს შესაბამისი არქივის, ბიბლიოთეკის ან ელექტრონული რესურსის მისამართით.
– ინტერნეტრესურსების მითითებისას აუცილებელია ავტორის, სათაურის, გამოცემის წლის (არსებობის შემთხვევაში), ვებმისამართისა (URL) და წვდომის თარიღის მითითება.
– თუ პუბლიკაციას მინიჭებული აქვს DOI (Digital Object Identifier), მისი მითითება სავალდებულოა.
მაგალითები:
გურაბანიძე ნ., რეჟისორი რობერტ სტურუა, თბ., 1997.
კუჭუხიძე ი., თანამედროვე ქართული კინოს სტილის თავისებურებათა საკითხისათვის, საბჭოთა ხელოვნება, № 9, 1982, გვ. 26–31.
ბოკუჩავა თ., მითოსი და ქართული თეატრი, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი, 2006. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000038/ წვდომა: 15.05.2026).
ELSAESSER Thomas, Reiner Werner Fassbinder, Berlin, 2001.
RITZ Joseph Maria, Das Künstlerische und die Denkmalpflege, in: Deutsche Kunst und Denkmalpflege, 1955, Heft 1, S. 1–15.
MULVEY Laura, “Visual Pleasure and Narrative Cinema”, Screen, Vol. 16, No. 3, 1975, pp. 6–18. DOI: 10.1093/screen/16.3.6.
- სქოლიო
– სქოლიოში გამოიყენება ბიბლიოგრაფიული აღწერის შემოკლებული ფორმა: ავტორის გვარი, სათაურის შემოკლებული ვარიანტი, გამოცემის წელი და გვერდი.
– სრული ბიბლიოგრაფიული აღწერა მიეთითება მხოლოდ ბიბლიოგრაფიაში.
– სიტყვა „იქვე“ (ინგლისურენოვან ვარიანტში – Ibid.) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ციტირებული წყარო უშუალოდ წინა სქოლიოშია მითითებული.
მაგალითები:
1. გურაბანიძე, რეჟისორი, 1997, გვ. 12.
2. იქვე, გვ. 20.
3. ELSAESSER, Fassbinder, 2001, p. 45.
4. იქვე, p. 51.
- ისტორიული და რელიგიური წყაროები
ისტორიული ქრონიკები, რელიგიური ტექსტები, კანონიკური გამოცემები და სხვა პირველწყაროები ბიბლიოგრაფიაში უნდა მიეთითოს გამოცემის სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემებით. ტექსტში ციტირებისას სასურველია მითითებული იყოს ტომი, წიგნი, თავი, მუხლი ან გვერდი, საჭიროების შესაბამისად.
მაგალითები:
ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (ქართლის ცხოვრება, ტ. IV), ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1973.
ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1989.
სქოლიოს მაგალითები:
ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1973, გვ. 125.
ქართლის ცხოვრება, ტ. I, 1955, გვ. 234.
ბიბლიაზე მითითებები შეიძლება მიეთითოს პირდაპირ ტექსტში ან სქოლიოებში (მაგ., მათე 5:14; ფსალმუნი 23:1) და არ არის აუცილებელი მათი ბიბლიოგრაფიაში შეტანა, თუ კონკრეტული გამოცემა არ არის ციტირებული.
- ილუსტრაციები
– სტატიას შეიძლება დაერთოს მაქსიმუმ 8 ილუსტრაცია.
– გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციები თავისუფალია საავტორო უფლებრივი შეზღუდვებისგან ან მიღებული გაქვთ მათი გამოქვეყნების შესაბამისი ნებართვა.
– ილუსტრაციების გამოყენების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი.
– შესაძლებელია შემდეგი ტიპის გამოსახულებების გამოყენება: JPG ან TIF ფორმატის ფაილები.
– გამოსახულებები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მინიმუმ 300 dpi გარჩევადობით.
– ილუსტრაციის ადგილი ტექსტში უნდა აღინიშნოს შემდეგი ფორმით: [სურ. 1], [სურ. 2] და ა.შ.
– თითოეულ ილუსტრაციას უნდა ახლდეს ავტორისა და/ან წყაროს მითითება.
– თუ ილუსტრაცია აღებულია მუზეუმიდან, არქივიდან, კერძო კოლექციიდან, გამოცემიდან ან ელექტრონული რესურსიდან, აუცილებელია შესაბამისი წყაროს მითითება.
ილუსტრაციების წარწერები არ უნდა იყოს სრული წინადადებების სახით; გამოიყენეთ მოკლე აღწერითი ფორმა.
მაგალითები:
სცენა სპექტაკლიდან „ანტიგონე“. რეჟისორი: მიხეილ თუმანიშვილი. როლებში: ზინაიდა კვერენჩხილაძე, სერგო ზაქარიაძე. 1968. ფოტო: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.
კადრი ფილმიდან „ნამე“. რეჟისორი: ზაზა ხალვაში. 2017. წყარო: ფილმის არქივი.
მერაბ აბრამიშვილი. შავი ავაზა. 2006. წყარო: გალერეა „ათინათი“.
ებრაული მუზეუმის შენობა, ბერლინი. არქიტექტორი: დანიელ ლიბესკინდი. 2011. ფოტო: სტატიის ავტორი (ან სახელი და გვარი).
თბილისის ხედი. პროკუდინ-გორსკის ფოტო. 1910. წყარო: Library of Congress.
– გთხოვთ ცალკე გამოაგზავნოთ დანომრილი სურათები/ილუსტრაციები (jpg ან tif ფაილები) და ცალკე წარწერები, ავტორებით, შესაბამისი ნომრებით (Word-ის ფაილად).
- ბიოგრაფია (Curriculum Vitae)
გთხოვთ ასევე გამოაგზავნოთ:
ა) მოკლე CV ქართულ და ინგლისურ ენებზე, არა უმეტეს 500 ასონიშნისა, სიტყვებს შორის დაშორებების ჩათვლით.
ბ) თქვენი ფოტო.
პლაგიატის პრევენცია
„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულის“ სარედაქციო საბჭო აღიარებს სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის სფეროში აკადემიური კეთილსინდისიერების, აკადემიური ეთიკის დაცვის პრინციპებს. მისთვის პრიორიტეტულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დანერგვა, აკადემიური პასუხისმგებლობა და ეყრდნობა ნორმატიულ დოკუმენტს „სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების წესი“.
პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, სტატია არ დაიბეჭდება. ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.
სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, აგრეთვე, ელექტრონული კრებულიდან ამოიღოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ გამომჟღავნდება, რომ ამ მასალის გამოქვეყნებით დაირღვა საავტორო უფლებები და/ან სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული სხვა ნორმები. ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.
გამოგზავნეთ სტატია
გთხოვთ, სტატია გამოგზავნოთ მისამართზე:
conference@tafu.edu.ge
პროფესორი ᲜᲐᲢᲝ ᲒᲔᲜᲒᲘᲣᲠᲘ
ტელ.: 577 94 70 03; 593 24 42 78.