ავტორები

აბესაძე ირინე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1982) და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის მონოგრაფიული გამოკვლევების: „შალვა ქიქოძე“ (1990); „დიმიტრი შევარდნაძე“ (1998 წ. ქ. ბაგრატიშვილის თანაავტორობით); ასევე, წიგნი-ალბომების:„რუსუდან ჯავრიშვილი“ (1990);

„დიმიტრი შევარდნაძე „ (2001) ; „შალვა ქიქოძის კულტურული მემკვიდრეობა“ (2005); კატალოგის „ თანამედროვე ქართული ხელოვნება. მერაბ აბრამიშვილი და ლევან მარგიანი “ (კვიპროსი, 2001 წ., წინასიტყვაობის ავტორი); 2013 წელს, მხატვარ თენგიზ მირზაშვილთან ერთად შეადგინა და გამოსცა „ყველაფერი ფიროსმანის შესახებ“ (2 წიგნად); „შალვა ქიქოძე“ (1915 წ., მ.ციციშვილის თანაავტორობით). მისი ავტორობით გამოიცა აგრეთვე , წიგნი-ალბომები: „ზურაბ სამხარაძე“ (2016); „ შალვა ძნელაძე“ (2017); „ გიორგი შხვაცაბაია“ (2017); „ვლადიმერ კანდელაკი“ ( 2018); „შალვა მაყაშვილი“ ( 2019), არის ავტორი დამხმარე სახელმძღვანელოსი: „ეროვნული კულტურის ფაქტორი „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მოღვაწეობაში (1916-1932 წწ)“ (2021). იგი არის საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი, დაჯილდოვებულია – „ღირსების ორდენით“.

აკობიძე ნანა

მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2003 წლიდან დღემდე – ყოველწლიური გამოცემის „სახე(ლ)ები“ მთავარი რედაქტორი; 2018-2021 წლებში: გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ყოველწლიური საერთაშორისო ლიცენზირებული მედიაპროექტების

„გარდამტეხი მომენტები“, „დიდი იდეები“ გამომცემელი, მთავარი რედაქტორი; ავტორია ასზე მეტი საჟურნალე და საგაზეთე პუბლიკაციის. ეს პუბლიკაციები 1993-2021 წლებში გამოქვეყნებულია შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები „ახალგაზრდა ივერიელი“, „შანსი,“„დრო“, „ახალი თაობა“, „7 დღე“, „ახალი თაობა“; „ივერია ექსპრესი“. ჟურნალებში: „სარკე“, „სინდრომი“, ყოველწლიური გამოცემა „სახელები“.

„გარდამტეხი მომენტები“ (ნიუ იორკ ტაიმსის ლიცენზირებული გამოცემა). ონლაინპლატფორმებზე: მასწავლებელი.გე. რადიოთავისუფლება.გე, 1-ლი არხის ელექტრონული ჟურნალი ელექტროლიტი, მარანი.გე.

მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ გამოცემებში, შესულია ქართულ და გერმანულენოვან ანთოლოგიებში. მათ შორისაა: პროზაული ანთოლოგია „ქალი-სახე და პრობლემა“ (გამომცემელი კავკასიური სახლი); გერმანულენოვანი ანთოლოგია: ქალების ხმა საქართველოდან (გამომცემელი VERLAG, ბონი); პროზაული ანთოლოგია „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“.

ბაღდავაძე ეკატერინე

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი (თსსა 2021) და ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში (რესტავრაციის, ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და თე­ო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი), თსსა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს წევ­რი, თსსა სას­წავ­ლო კურ­სის – ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვის მე­თო­დე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ის­ტო­რია – ლექ­ტო­რი. ხე­ლოვ­ნე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის (International Center for Research in All Arts and Sciences – ICRAAS) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და საბ­ჭოს წევ­რი. ეს­თე­ტი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის თე­ო­რი­ის მა­გის­ტ­რი (Middlsex University, now Kingston University, London, Centre for Research in Modern European Philosophy), სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის (Time-Base New Media Art) ბა­კა­ლავ­რი (Southampton Solent University, Faculty of Media & Arts); ხე­ლო­ვა­ნი (თანამედროვე ხე­ლოვ­ნე­ბა); კო­პენ­ჰა­გე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ტე­ლე­არ­ხის (København’s Kunst TV) CEO, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და მე­დი­ა­ტო­რი, კო­პენ­ჰა­გე­ნი, და­ნი­ა, ტე­ლე­არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი, დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის ავ­ტო­რი, ფილ­მის მხატ­ვა­რი და კონ­ცეფ­ტ­-­დი­ზა­ი­ნე­რი.
კვლე­ვი­თი სფე­რო: სა­ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნეო კვლე­ვი­თი მე­თო­დე­ბის მე­ტა­თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, ორ­ნა­მენ­ტის თე­ო­რი­ა, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის თე­ო­რი­ა.

გენგიური ნატო

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორი, ხელოვნების მკვლევათა კონფერენციის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო არქიტექტურის ისტორიაა (ძველი ეპოქების, ისე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა). ის არის მონოგრაფიის, სახელმძღვანელოების, 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რედაქტორი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფარგლებში სხვადასხვა წლებში მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტებში.
2008 წელს მისი ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების მკვლევართა ყოველწლიურ კონფერენციებს და ასევე, დაარსდა სამეცნიერო კრებულთა სერია
„ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“ (2021 წლამდე – „XX საუკუნის ხელოვნება“), რომლის რედაქტორ-გამომცემელია დღემდე.

დამჩიძე ხათუნა

ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

დისერტაცია დაიცვა თემაზე „დასავლეთ საქართველოს საცეკვაო დიალექტები (აჭარული, ლაზურ-შავშური, მეგრული, აფხაზური, რაჭული) და მათი ურთიერთმიმართების ძირითადი ეთნოქორეოლოგიური ასპექტები (2019 წ.). წლების განმავლობაში მიყავდა ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ბალეტის ისტორიის კურსი. არის უნივერსიტეტის ლექტორი ბალეტის ისტორიაში. სამეცნიერო ინტერესები: ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის (ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო, „მოდერნი“) ისტორია.

დოლიძე ირმა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი და აკადემიური საბჭოს წევრი; კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომების კრებულის „ART კვლევები“ – შემდგენელ-გამომცემელი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სათეატრო არქიტექტურა საქართველოში უძველესი დროიდან 1921 წლამდე“. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების კურატორი. არაერთი მუზეოგრაფიული პროგრამის, სამუზეუმო კონცეფციის ავტორი და თანაავტორი. გამოცემათა სერიის „მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტი“ – ავტორი (2015-2020 წლებში გამოცემულია ხუთი წიგნი). სამეცნიერო სესიის „ფიროსმანი დღეს“ – ავტორი და კრებულის „ფიროსმანი დღეს“ შემდგენელ-გამომცემელი. ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ (2014 წლიდან) თანაავტორი და განმახორციელებელი, კრებულის „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ შემდგენელ-გამომცემელი. მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. ათეულობით პუბლიკაციის (მონოგრაფია, წიგნი, კრებული, სტატია) ავტორი და რედაქტორი.

დოლიძე რუსუდან

ხელოვნებათმცოდნე, დოქტორანტი. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიის თეორიის სპეციალობით (ბაკალავრიატი) . 2005 წელს – მაგისტრატურა, იქვე. 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარული პროფესიათა ფაკულტეტი სპეციალობით – ინლისური ენა. 2017-2020 მუშაობდა სსიპ ქ. თბილისის 21 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად (სტატუსი – უფროსი მასწავლებელი). 2020 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

დოლიძე ზვიად

კინოისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი. გამოცემული აქვს ექვსი წიგნი (სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები), დაბეჭდილი აქვს 45-ზე მეტი სტატია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის რამდენიმე კრებულის თანაავტორი, მონაწილეობდა კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, იყო საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. არის საქართველოს კინოაკადემიის წევრი, ასოციაცია „სინერამას“ აღმასრულებელი დირექტორი, აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი.

ვასაძე მარინე (მაკა)

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის მდივანი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის

„კენტავრი“ დირექტორი. პრემიები: 1986 „საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონკურსი“. პირველი ადგილი, ნაშრომში «Б. Брехт в творчестве Р. Стуруа»; 2008 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საპატიო სიგელი მასმედიაში მხარდაჭერისათვის (გაზ. „კულტურა“, „დურუჯი“, ჟურნ. „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“). 1982-დან დღემდე – სტატიები და რეცენზიები ჟურნალებში: „საბჭოთა ხელოვნება“,

„ხელოვნება“, „თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „კონცეპტი“, ინტერნეტჟურნალებში, Critical Stages. Issue 21. 2020 და სხვ. ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი, შემდგენელ-რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრი ტომეულების, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების.

ზუბაშვილი ვაჟა

აუდი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის დოქ­ტო­რი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის არ­ქი­ვის კი­ნოს, ფო­ტო და ვი­დეო ფონ­დე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რი. არის 30-ზე მე­ტი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ავ­ტო­რი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 20-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია და მო­ნოგ­რა­ფია – „სატელევიზიო რეკ­ლა­მის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“.

თურმანიძე თამთა

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ასოცირებული პროფესორი, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე. ავტორია 12 სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიისა „ესპანური კინოს განვითარების ტენდენციები ფრანკოდან ალმოდოვარამდე“ (2014).

კენიგსბერგი ეკატერინა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, გამოფენებისა და საერთაშორისო საგამოფენო პროექტების კურატორი ბელარუსსა და უცხოეთში, მხატვარი. ბელარუსის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი. მისი ნაშრომები ეძღვნება თანამედროვე ბელარუსულ და უცხოურ სახვით ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი პუბლიკაცია, როგორც ბელარუსში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კვინიკაძე ანა

2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში (სპეციალობა – თეატრმცოდნეობა). 2018 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის წოდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი (თანამედროვე ევროპული თეატრის მკვლევარი). 2016 წლიდან დღემდე არის „რკინის თეატრის“ დირექტორი. 2019 წლიდან დღემდე მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მუშაობდა როგორც პროექტის კოორდინატორი: „EFFE Label 2017-2018 ფესტივალებისთვის“. არის იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ოფის-მენეჯერი. განხორციელებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო პროექტი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, თეატრალურ ფესტივალსა და სახელოვნებო პროგრამაში.

ელ-ფოსტა: Anuki.kvinikadze21@gmail.com

კიკნაძე მაია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქართული თეატრის მკვლევარი. 1991 წლიდან დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში, სალიტერატურო ნაწილის გამგის მოადგილედ, მიწვეულ პედაგოგად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში, ექვთიმე თაყაიშვილის სახ. უნივერსიტეტში.

გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია „ნატო გაბუნია“. არის რედაქტორი წიგნებისა: მაკო საფაროვას მოგონებები „განვლილი გზები და ბილიკები“, ნოდარ გურაბანიძე

— „მიხეილ თუმანიშვილის თეატრი“, შემდგენელ-რედაქტორია წიგნისა „წერილები თეატრზე“, არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი და კონფერენციის მომხსენებელი.

კონტრიძე ეკა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინომცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები. თემის სათაური: „ხელოვანის შემოქმედებითი თავისუფლების პრობლემა ტოტალიტარული რეჟიმის დროს“

სწავლობდა: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. კინომცოდნეობის ფაკულტეტი (1989-1994წწ.); საქართველოს ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. კინორეჟისურა. (1990-94წწ); Hochshule fur film und fernsehe. Deutchland, Munchen. უმაღლესი სკოლა კინოსა და ტელევიზიისათვის. გერმანია, მიუნხენი. ფაკულტეტი – ფილმის პროდუქცია და მასმედიის ეკონომიკა (2000-2007). მუშაობდა: „კომპანია ქართული ტელეფილმის“ რეკლამისა და საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; „სატელევიზიო ფილმების სრული ანოტირებული კატალოგის“ ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების რედაქტორი; საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლის რედაქტორი და სცენარის ავტორი. კინოსტუდია „ქართული ტელეფილმის“ საფესტივალო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი; „ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართული კინოაკადემია“ – კინომცოდნე. არის არაერთი კონფერენციის მომხსენებლი.

კუტუბიძე ლაურა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი; უმაღ­ლე­სი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 30-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ა; არის მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბის – „ჟურნალისტიკა“ (ქართულ-ფრანგული პრო­ექ­ტი, 2013 და 2016 წლე­ბის გა­მო­ცე­მა) და „კულტურა მე­დი­ა­ში“ (2019) თა­ნა­ავ­ტო­რი; მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ნი­კო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ა; არის სერ­გეი მეს­ხის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი.

ლეკბორაშვილი მანანა

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი კინომცოდნის სპეციალობით (1988-1993). 1986-1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდია

«ქართულ ფილმში» რეჟისორის ასისტენტად და მეორე რეჟისორად. 1990 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო კინოკაბინეტის გამგე (1990-1993), სამეცნიერო-კვლევით ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1993-2006), ასოცირებული პროფესორი (2006-დან დღემდე). კითხულობს ლექციების კურსს თეორიასა და კრიტიკაში, საზღვარგარეთის კინოს ისტორიაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე «სამოცი-სამოცდაათიანი წლების ქართული კინოს ჟანრული ტენდენციები». არის ავტორი რიგი სამეცნიერო სტატიების, წიგნის: «საზღვარგარეთის კინოს ისტორია. ლექციების კურსი“. (2004) და თანაავტორი სახელმძღვანელოსი: „კინოკრიტიკა და თეორია. ფილმის ანალიზის საფუძვლები“. 2016 (ლია კალანდარიშვილთან და მაია ლევანიძესთან ერთად).

მარინჩევსკა ნადეჟდა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სოფიას (ბულგარეთი) ხელოვნების კვლევების ინსტიტუტის პროფესორი. იგი მრავალი წელი კითხულობდა ლექციებს ბულგარეთის თეატრისა და კინემატოგრაფიის ეროვნულ აკადემიაში და ახალ უნივერსიტეტში. ავტორი წიგნებისა: ბულგარული ანიმაცია 1915–1995, „ფანტაზიის ჩარჩოები“. ანიმაციური ტექნიკის ესთეტიკა და „ანიმაციური ჰიბრიდები”. მან მოიგო ბულგარეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის ჯილდო კინო თეორიისთვის და ბულგარეთის კინოაკადემიის ჯილდო კინოკრიტიკისთვის.

მარტონოვა ანდრონიკა

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ბულ­გა­რე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რი. არის კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი აზი­ურ კი­ნო­ში. ორი მო­ნოგ­რა­ფი­ი­სა და არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი აზი­უ­რი და ბულ­გა­რუ­ლი კი­ნო­კულ­ტუ­რე­ბის სფე­რო­ში. სო­ფი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი.

მაჩაბელი კიტი

ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. გ. ჩუბინაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი (2008).

სამეცნიერო კვლევის სფეროები: გვიანანტიკური და ადრექრისტიანული ხელოვნება, შუა საუკუნეების ქანდაკება და ჭედურობა, ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისი, ქრისტიანული იკონოგრაფია, ლიტურგიკული ხელოვნება, ახალი ქართული ხელოვნება. იგი 22 წიგნისა და 170 სამეცნიერო სტატიის ავტორია.

მეგრელიძე გუბაზ

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის (1979) ფაკულტეტი. ნ. ნიკოლაძის, ი. ჭავჭავაძის, ს. მესხის პრემიების ლაურეატი. საქ. დამსახურებული ჟურნალისტი. ავტორია: სამეცნიერო გამოკვლევების თეატრის ისტორიის დარგში, მრავალი თეატრალური რეცენზიის, პუბლიცისტური წერილის, პუბლიკაციის, ინტერვიუს (1000-ზე მეტი), ტელე-რადიო გადაცემის, ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. 2007-2010 წ.წ. იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. მონაწილეობდა „ქართული თეატრალური ენციკლოპედიის” მომზადების პროექტში.

გ. მეგრელიძე ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, ვინც გაეცნო სუკ-ის არქივში დაცულ რეპრესირებულ ხელოვნების მუშაკთა საქმეებს და არაერთი პუბლიკაცია უძღვნა ამ ტრაგიკული მოვლენის გაშუქებას. მისმა გამოკვლევამ შეცვალა რუსთაველის თეატრის 20-30-იანი წლების ისტორია, ნათელი მოჰფინა აქ მომხდარ კონფლიქტს და მსახიობთა ერთი ჯგუფის უკანონო რეპრესირების გამომწვევ მიზეზებს, რომელთაც საზოგადოებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე არასწორი შეფასება ეძლეოდა.

მირიანაშვილი ანა

თეატრმცოდნეობის მაგისტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობა, ხოლო 2010 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში. ამჟამად, არის დოქტორანტი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თეატრმცოდნეობის მიმართულება, „მსოფლიო თეატრი, ეპოქები, ეტაპები, ასპექტები“ (ხელმძღვანელი მაკა ვასაძე). მუშაობს სადისერტაციო თემაზე: საბავშვო/მოზარდ მაყურებელთა თეატრის როლი მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში; სარეპერტუარო პრობლემები“. სისტემატურად მონაწილეობს კონფერენციებში, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მისი მოხსენებები დაბეჭდილია საკონფერენციო კრებულებში.

არის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; საბავშვო თეატრის მკვლევარი, მთარგმნელი, რედაქტორი.

მირცხულავა რუსუდან

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, არტ-თერაპევტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სამეცნიერო კვლევის სფეროები: ხელოვნების ფსიქოლოგია, არტთერაპია, ემოციის ფსიქოლოგია. არის 1 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოსა და 52 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ნიორაძე დავით

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მა­გის­ტ­რი, ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­უ­რი სახ­ლის მკვლე­ვა­რი.
2016 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის სპეციალობა. 2021 წელს და­იც­ვა სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რო­მი აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში. 2016-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში. ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არტანუჯის“ სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად.
არის მო­ნა­წი­ლე პრო­ექ­ტე­ბი­სა: წი­თე­ლი ტე­რო­რი და ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბი – ავტ. ე.­კიკ­ნა­ძე, ასის­ტენ­ტი (2019); ჰენ­რიკ ჰრი­ნევ­ს­კი 150 – ავტ. ე.­კიკ­ნა­ძე, ასის­ტენ­ტი (2019); და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი (შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი) ასის­ტენ­ტი, (2021); შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გან­ძუ­რი – ავტ. ნ.ბურ­ჭუ­ლა­ძე, მკვლე­ვა­რი ასის­ტენ­ტი (2023).
თა­ნა­ავ­ტო­რია წიგ­ნი­-ალ­ბო­მე­ბი­სა: ანა­ტო­ლი კალ­გი­ნი 145 (2020) და ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა 100 (2020).
მი­სი კვლე­ვის სფე­როა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბა, სა­მუ­ზე­უ­მო კო­ლექ­ცი­ე­ბის ის­ტო­რი­ა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა.

ოსეფაშვილი ლალი

ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწ. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს სამივე საფეხურზე: კოსტიუმის ისტორიას, მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, ქართული ხელოვნების ისტორიას და სხვ. 4 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორია, გამოქვეყნებული აქვს 75-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აქტიურად მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ოჩიაური ლელა

კინომცოდნე. კულტურის ჟურნალისტი, კინოსა და თეატრის მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დისერტაცია „პოეტური ტენდენციები 60-70-იანი წლების ქართულ კინოში”. 2005). პროფესორი. კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, პუბლიკაციების ავტორი და რედაქტორი. კვლევის ძირითადი თემებია – თანამედროვე და უახლესი ქართული კინო, ძველი და ახალი ტენდენციები, ზოგად კულტუროლოგიურ პროცესებთან, მსოფლიო კინემატოგრაფთან კავშირების კვლევა და პრობლემატიკის ანალიზი. ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე ქართულ და მსოფლიო კინოს თანადროულ საკითხებზე. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოკრიტიკის განვითარების პროექტების – „წერე ქართულ კინოზე“, „დამოუკიდებლობის 25 წელი“ – თანახელმძღვანელი.

ავტორი წიგნებისა: „გოგი ოჩიაური“; ოთარ იოსელიანი „კადრირება“, „კენტავრი“, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publishers, Inc. New York; Свой Среди Своих, Русский Клуб. სახელმძღვანელოს „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ – პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი, გამომცემლობა „კენტავრი“, 2018. არის არაერთი ანალიტიკური კრებულის თანაავტორი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ოჩხიკიძე ქეთევან

სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტი, ასის­ტენ­ტი. 2017 წლი­დან ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­რი­თა­დი სფე­როა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქან­და­კე­ბა. არის არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე.

პაიჭაძე მანანა

მანანა პაიჭაძე, დაბ.1959 წ. თბილისში – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანისტი, მთარგმნელი. ღირსების ორდენის კავალერი, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 55 სამეცნიერო ნაშრომის, 3 მონოგრაფიის ავტორი. მრავალი ადგილობრიბრივი და საერთაშორისო კონფერენციის და კონგრესის მონაწილე.

პაპინაშვილი სოფიო

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი. 2012 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობა, ხოლო 2014 წელს ახალი და თანამედროვე ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, არის დოქტორანტი ახალი თანამედროვე ქართული ხელოვნების მიმართულებით შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სადისერტაციო თემაზე: „ნიუ“ ქართულ ქანდაკებაში და მისი სოციო-კულტურული გარემო“. სისტემატურად მონაწილეობს კონფერენციებში, მათ შორის არის საერთაშორისო კონფერენციები და სიმპოზიუმი. მისი მოხსნებები დაბეჭდილია საკონფერენციო კრებულებში.

რაზმაძე გიორგი

კინომცოდნე. ჟურნალ „კინოს“ მთავარი რედაქტორი. შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კინოს ისტორიას. ასევე იკვლევს კინოს თეორიას. მისი ავტორობითა და თანაავტორობით რამდენიმე წიგნია გამოცემული.

საენკოვა-მელნიცკაია ლუდმილა

ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი, ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლიტერატურული და მხატვრული კრიტიკის დეპარტამენტის უფროსი. FIPRESCI წევრი. საქმიანობის სფერო – კინოკრიტიკა მედიაში; სამეცნიერო ინტერესები – მეთოდოლოგიური პრობლემები და ფილმის, როგორც ხელოვნების ნიმუშის შესწავლის ონტოლოგიური საფუძვლები.

ის არის პრესაში კინემატოგრაფიის შესახებ გმოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის ავტორი, მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „XX-XXI საუკუნეების ბელორუსული კინოკრიტიკა: ბეჭდური პირველი განცხადებებიდან ინტერნეტში ჰიბრიდულ ჟანრამდე“; მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალი „Listapad“ – 20 წლის შემდეგ; „9 1/2 კვირა

„ლისტაპადა“; „მასმედია და მასობრივი კულტურა. სანახაობრივი ფორმების ევოლუცია»; „მასობრივი კულტურა მედია სივრცეში“.

სამსონაძე ანანო

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფქორეოლოგი. დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოლოგიის სპეციალობა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ფაკულტეტი. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია „ქორეოგრაფიული ხელოვნების შესწავლის ძირითადი მიმართულებები“ (ქორეოლოგიის საფუძვლები). არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. გამოაქვეყნა ოცამდე სამეცნიერო პუბლიკაცია და არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი. არის ქორეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, ასევე სამი დაცული დისერტაციის ხელმძღვანელი. არის 52 სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი და სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალ „ტერფსიქორეს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

სუკოვატა ვიქტორია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ჰაბილიტაციის დოქტორი ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში.

ის არის ხარკოვის ეროვნული კარაზინის უნივერსიტეტის კულტურის თეორიისა და მეცნიერების ფილოსოფიის კათედრის პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, რამდენიმე სახელმძღვანელო და 150-ზე მეტი სტატია უკრაინულ, რუსულ, პოლონურ, ბელორუსულ, სერბულ, რუმინულ, იტალიურ, შვედურ, ამერიკულ, ბრაზილიურ და გერმანულ ჟურნალებში.

ვიქტორია სუკოვატა არის 15 ინდივიდუალური გრანტის მფლობელი, რომელთა შორისაა სტიპენდიები ჰამბურგის უნივერსიტეტში (გერმანია), კენანის ინსტიტუტში, ვაშინგტონში, აშშ და ა.შ.

სხიერელი თეა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 1989 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 2011 წელს კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM, მინიჭებული აქვს ბიზნესისა და მართვის მაგისტრის MBA აკადემიური ხარისხი. თეა სხიერელი 2015 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეული ლექტორი საგნებში “მედიასთან კომუნიკაცია“ და „წერა მედიისათვის“, ჟურნალების „VOYAGER BY SOLO“ -ს და საბორტო ჟურნალ GA-ს მთავარი რედაქტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA საქართველოს წარმომადგენლობის კონსულტანტად კომუნიკაციის საკითხებში. საქართველოს ტელერადიოკორპორაციაში სპეციალურ კორესპონდენტად, რედაქტორად, პროდუსერად. არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის -IFJ -International Federation of Journalist- ს წევრი.

ტრაპაიძე ქეთევან

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს ქართული კინოს ისტორიაში, ასევე კინოკრიტიკასა და თეორიაში. სამოცამდე პუბლიკაციის ავტორი. ავტორი წიგნისა რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილზე (2017).

ფერმანი ანტიე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის და ჰალეს უნივერისტეტის ლექტორი. მას მიენიჭა სადოქტორო ხარისხი მარბურგისა და ვარვიკის უნივერსიტეტებში, პრიზიორი დისერტაციით „1066-1509 წლების ინგლისის სამეფო საფლავებისა და სამლოცველო ტაძრები“. ასწავლის Freie Universität Berlin-სა და Halle-ში, მისი ამჟამინდელი პროექტი ორიენტირებულია არქიტექტურული კონკურსების შესახებ საეკლესიო არქიტექტურაში (XIX ს.). იგი არის H art hist, Burlington Magazine, Church Monuments, BAA ჟურნალის რეცენზენტი.

ფრაიგანგი ქრისტიან

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის მიმართულებით.

სწავლობდა მიუნხენის და ბონის უნივერსიტეტებში, ასევე ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და კლასიკური არქეოლოგიის კვლევების მიმართულებით; 1987-1991 წწ. იყო მასწავლებლის თანაშემწე ჟენევის „Ecole d’Architecture“-ში; 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამხრეთ საფრანგეთის გოთიკური არქიტექტურა“; 1991-1999 წწ. იყო გოტინგენის უნივერსიტეტის ლექტორი; 1999 შედგა მისი ჰაბილიტაცია (თემა: „ოგიუსტ პერეტი და არქიტექტურული დებატები საფრანგეთში 1900-1930“); 2002–2012 წლებში პროფესორი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში; 2012 წლიდან: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის პროფესორია. კვლევის სფეროები: არქიტექტურის ისტორია და თეორია, განსაკუთრებით XII – XVI და XIX – XX საუკუნეები.

ქუთათელაძე თამარ

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორი წიგნებისა: „შალვა გაწერელია – 80“, „რეჟისორის ჩანაწერები“ და სხვ.

ღვინჯილია გვანცა

მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი. კითხულობს მუსიკალური კრიტიკის, მსოფლიო და ქართული მუსიკის ისტორიის კურსებს. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, სისტემატურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში.

შომაევა დილარა

ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი ქო­რე­ო­ლო­გი­ა­ში, ბა­ლე­ტის მო­ცეკ­ვა­ვე ალ­მა­თის სა­ხელ­მ­წი­ფო ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში (2006-2013), ას­ტა­ნას ბა­ლე­ტის მთა­ვა­რი მო­ცეკ­ვა­ვე (2014-2019), ასის­ტენ­ტი ას­ტა­ნას ბა­ლე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში (2018-2021).
და­ამ­თავ­რა ყა­ზა­ხე­თის ხე­ლოვ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია (2012) და მი­ე­ნი­ჭა სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, ხო­ლო ყა­ზა­ხე­თის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მია და­ას­რუ­ლა 2019 წელს და მი­ე­ნი­ჭა მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი ცეკ­ვა­ში. დი­სერ­ტა­ცი­ა: «მალბეკოვი ე. დ. – პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა და პე­და­გო­გი­უ­რი წვლი­ლი ყა­ზა­ხე­თის კლა­სი­კურ სა­ბა­ლე­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ში». სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა 2023 წელს.

ჩართოლანი გიორგი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიის და მას. კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი მას. კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულებით. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი. მრავალი სატელევიზიო პროექტის და ვიდეოფილმის ავტორი, პროდუსერი, რეჟისორი და წამყვანი. მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი მას. კომუნიკაციის, მედიის კვლევების და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში. ავტორი სახელმძღვანელოებისა: „ტელე-რადიო ჟურნალისტიკა“ 2008წ., „სატელევიზიო პროდუსერი“ 2015წ., მონოგრაფიის „XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ (გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდია)“ 2019, კრებულის „კულტურა მედიაში“ (თანაავტორი) 2020. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჟურნალისტური აკადემია; ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩერნატი სანდრა რაზვანა

თე­ატ­რის, ოპე­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ჟი­სორ­მა, სან­დ­რა რაზ­ვა­ნა ჩერ­ნატ­მა 2004 წელს და­ამ­თავ­რა იონ ლუ­კა კა­რა­ჯა­ლეს სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (რუმინეთი), თე­ატ­რის რე­ჟი­სუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით. მან კა­რი­ე­რა და­იწყო რე­ჟი­სო­რე­ბის – ლი­ვიუ ჩუ­ლე­ი­სა და ალექ­სან­დ­რუ და­რი­ეს ასის­ტენ­ტად. ასე­ვე, მუ­შა­ობ­და ან­დ­რეი შჩერ­ბან­თან რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტად სპექ­ტაკ­ლებ­ზე ბუ­ლან­დ­რას თე­ატ­რ­სა (ბუქარესტი) და ბას­ტი­ლის ოპე­რა­ში (პარიზი). 2006-2011 წლებ­ში იყო ოპე­რის რე­ჟი­სო­რი კონ­ს­ტან­ცას (რუმინეთი) ოლეგ და­ნოვ­ს­კის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ეროვ­ნულ თე­ატ­რ­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და კონ­ს­ტან­ცას სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რ­თა­ნაც. პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­იწყო 2007 წელს, კონ­ს­ტან­ცის ოვი­დი­უ­სის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2011 წლი­დან მუ­შა­ობს რუ­მი­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად და პრო­დი­უ­სე­რად. ამ­ჟა­მად არის იონ ლუ­კა კა­რა­ჯა­ლეს სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რის რე­ჟი­სუ­რის ლექ­ტო­რი.

ჩხარტიშვილი ლაშა

თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე, მკვლე­ვა­რი, ბლო­გე­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კვლე­ვის ცენ­ტ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა „ქართული თე­ატ­რის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი არ­ქი­ვის“ – Theatrelife.ge დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. ათ­ზე მე­ტი წიგ­ნი­სა და 50-მდე კვლე­ვის ავ­ტო­რი, სის­ტე­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს პე­რი­ო­დულ პრე­სა­ში და აქ­ვეყ­ნებს წე­რი­ლებს ქარ­თულ და მსოფ­ლიო თე­ატ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. არის ვა­სილ კიკ­ნა­ძის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, სამ­გ­ზის წლის სა­უ­კე­თე­სო თე­ატ­როლოგი, კრი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა კავ­ში­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტი.

ჩხეიძე თამარ

მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახ. კონსერვატორიისა და გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საეკლესიო მუსიკის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. მიჰყავს მუსიკალურ-თეორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული დისციპლინები. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები საეკლესიო მუსიკის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება ქართული საეკლესიო თეორიულ-ისტორიული და მუსიკალურ-ლიტურგიკული ასპექტების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო სტატია, არის თანაავტორი „სამგალობლო ტერმინთა ლექსიკონისა“, ჰარმონიის ქრესტომათიისა, ავტორი წიგნისა „ქართული საეკლესიო მუსიკის თეორიის საფუძვლები“ (ლექციები). სისტემატურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში საქართველოსა და უცხოეთში (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი). მისი კვლევა მხარდაჭერილ იქნა სხვადასხვა ფონდების მიერ (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქველმოქმედო ფონდი – „ქართული გალობა“). არის კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი.

ცაგარელი თამარ

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

დისერტაცია დაიცვა თემაზე: „სათეატრო აზრის ევოლუცია“ (ანტიკური ეპოქიდან იტალიური რენესანსის ჩათვლით) (2011).

ცინცაძე თამთა

თამ­თა ცინ­ცა­ძე – ხე­ლოვ­ნე­ბის დოქ­ტო­რი. ტრე­ნე­რი. ქო­უ­ჩი. მე­დი­ა­ექ­ს­პერ­ტი. ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლის, ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი. ავ­ტო­რი ტრე­ნინგ კურ­სე­ბის: ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტექ­ნი­კა, გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სი­ნერ­გე­ტი­კა/­მულ­ტი­მო­და­ლუ­რი ტექ­ს­ტი და მი­სი მარ­თ­ვა, პერ­სო­ნა­ლუ­რი იმი­ჯის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა და მარ­თ­ვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის (GIPA) სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა, პო­ლი­ტი­კის, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის და სა­სერ­თი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი/­ტ­რე­ნე­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო (IRI) – ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რი. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დის პე­და­გო­გი, მუ­შა­ობს ჟურ­ნა­ლის­ტ­თა/­ტე­ლე­წამ­ყ­ვან­თა ვერ­ბა­ლუ­რი და არა­ვერ­ბა­ლუ­რი ტექ­ს­ტის მარ­თ­ვის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

ცუცუი მარიან

წამყვანი კინომცოდნე ბალკანეთის კინემატოგრაფიის სფეროში. 2017 წლიდან არის ბუქარესტის ჰიპერიონის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი, ხოლო 2014 წლიდან რუმინეთის აკადემიის „ჯორჯ ოპრესკუს“ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი. 1996–2013 წლებში იყო რუმინეთის კინოარქივის კურატორი. იგი არის ავტორი კინოზე რუმინულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული სამი წიგნისა: „ძმები მანაკია ან ბალკანეთის გამოსახულება“ (2005), „რუმინული კინოს მოკლე ისტორია“ (2005, 2018 (პეკინი, ჩინურად)) და „Orient Express“. რუმინეთის და ბალკანეთის კინო“ (2008).

ცქიტიშვილი გიორგი

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია 100-ზე მეტი საჟურნალო თუ საგაზეთო პუბლიკაციის. მათ შორისაა სამეცნიერო ნაშრომები, რეცენზიები სპექტაკლებზე, თეორიული სტატიები თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, წერილები ცალკეულ დრამატურგთა, რეჟისორთა თუ მსახიობთა შემოქმედებაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 1985 წლიდან დღემდე შემდეგ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთები: „თეატრი და კინო“, „ქართული თეატრის დღე“, „ლიტერატურული საქართველო“,

„ახალი თაობა“, „ივერია-ექსპრესი“, „დურუჯი“, „დრონი“. ჟურნალები: „ხელოვნება“,

„თეატრალური მოამბე“, „თეატრი და ცხოვრება“, „მნათობი“, „თეატრი“.

ძამუკაშვილი ლალი

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი; უმაღ­ლე­სი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში; პოს­ტ­დოქ­ტო­რან­ტუ­რა გავ­ლი­ლი აქვს ლუ­ვე­ნის კა­თო­ლი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 20-მდე სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ა; არის მო­ნოგ­რა­ფი­ის – „ჟურნალისტიკა“ (ქართულ-ფრანგული პრო­ექ­ტი, 2013 და 2016 წლე­ბის გა­მო­ცე­მა) თა­ნა­ავ­ტო­რი; არის სერ­გეი მეს­ხის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

წულუკიძე თამარ

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერი.

მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ქართული მუსიკა, თანამედროვე ქართული კულტურა, მუსიკალური თეატრი, მონაწილეობს კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. 2015- ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული ლექტორი. 2011-2019, 1994-2007 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002-2004 ატარებდა ლექცია-კონცერტებს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში. 2010-დან ჟურნალ „მუსიკის“ პასუხისმგებელი რედაქტორია, 2002-დან თანარედაქტორი, 2008 წლიდან არის საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

წულუკიძე ნათია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების დამფუძნებელი, ხელმძღვანელი. 2010 წ-დან მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. 2015 წ-დან ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის „ფოტოგრაფიული მიმართულებები“ ორგანიზატორი. წიგნის

„ქართული ფოტოკონცეპტუალური ხელოვნება. მხატვრობისა და ფოტოგრაფიის სინთეზი“ და 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ჭიჭინაძე ნინო

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არის რამდენიმე წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფერო არის შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური ვიზუალური ხელოვნება. ასწავლიდა არაერთ უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ხარატიშვილი მარინა

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თეატრის საშემსრულებლო და თეორიული მიმართულების დარგობრივი სექციის თავმჯდომარე. არის მონოგრაფიის „სარეჟისორო ექსპლიკაციის ფორმები“, სამი სახელმძღვანელოს „მსოფლიო თეატრის ისტორია“ (მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი) თანაავტორი, 43 საგაზეთო თუ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იკვლევს რეჟისურის და სათეატრო პედაგოგიკის საკითხებს.

ხატიაშვილი თეო

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – 1990 წ. დაამთავრა თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. 1997 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სერგო ფარაჯანოვის მითოლოგიურ-მეტაფორული სამყარო“. 1998-2014 წწ. იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის,

2014-2019 წწ. კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2019 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორია. აქვს სხვადასხვა მედიაში მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულია კინოში გენდერული ასპექტების კვლევით.

ხუციშვილი ივანე

2001 წელს დაამთავრა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. 2011 წელს

– დრამის რეჟისურა, მაგისტრატურა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში სწავლობს დოქტორანტურაში; 2017 წელს – თემურ ჩხეიძის სახელოსნო, თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი. 2007 წლიდან მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, ასისტენტ-პედაგოგად, სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფებთან, ამავე უნივერსიტეტში 2016-17 წლებში დაიკავა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2016 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო ჯგუფების ხელმძღვანელად. 2017 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრამის რეჟისურის მიმართულებით და თეატრალური ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან მუშაობს თავისუფალ თეატრში დამდგმელ რეჟისორად. ამავე თეატრში დადგა თავისი სამაგისტრო ნამუშევარი ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლი“

მისი სპექტაკლები აღნიშნულია სხვადასხვა ჯილდოებით; „საუკეთესო რეჟისურა 2015” სპექტაკლისთვის „რა დროს შექსპირია“ (ალბერტ რამსდელ გენრი). „საუკეთესო რეჟისურა 2014“ და „საუკეთესო სპექტაკლი 2014“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“ (უილიამ შექსპირი). „საუკეთესო სპექტაკლი 2011-2013“ სპექტაკლისთვის „საძაღლე“ (ნინო სადღობელაშვილი, ჰეტი ნეილორი). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში.